25 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს აღნიშნვას - როგორია შეფასებები თარიღთან დაკავშირებით

მმართველი გუნდი "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის აღნიშვნას, პოლიტიკურად და მორალურად, გაუმართლებელს უწოდებს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ შეკრებას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამოეხმაურა. ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ირაკლი კობახიძემ 2003 წლის მოვლენების მთავარ მონაპოვრად დაასახელა.

ბრალდებებთან დაკავშირებით, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" საუბარი არ სურთ. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრები ამბობენ, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველოს განვითარებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. პარტია ხვალ სამოქმედო გეგმაზე ერთიანი მანიფესტის გამოქვეყნებასაც აპირებს, რომლის შინაარსი ამ დრომდე უცნობია.

რევოლუციიდან 20 წლის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ნაცმოძრაობას ახლა საქმე საზეიმოდ არ აქვს. განსხვავებული ხედვა აქვთ ნაციონალური მოძრაობის მთავარ პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, "ვარდების რევოლუციის" თარიღის აღნიშვნა, მძიმე 2003-12 წლებში დაზარალებულად ცნობილი და გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებისთვის. ბუტა რობაქიძე, 2004 წელს ზუსტად რევოლუციის წლისთავზე მოკლეს, მალევე დააპატიმრეს სულხან მოლაშვილიც. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა. მათი ოჯახის წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ შეკრებას, საზოგადოების შეურაცხყოფის მორიგ მცდელობად აფასებენ.

რევოლუციის თარიღის აღნიშვნა მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვისაც. კანონმდებლების თქმით, ოპოზიციური ძალის პოლიტიკური კოდი მხოლოდ ძალადობაზეა მორგებული. რისი დასტურიც, დეპუტატების აზრით, 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების რაოდენობაა.

ნაციონალური მოძრაობა 2003 წლის 23 ნოემბრიდან 20 წლის თავზე, "ვარდების რევოლუციის" თარიღის საზეიმოდ აღნიშვნას აღმაშენებლის გამზირზე გეგმავს.

დღის ამბები