25 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ქობულეთის სოფელ ქაქუთში, ცხოველთა კომბინირებული საკვების და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს

ქობულეთის სოფელ ქაქუთში, ცხოველთა კომბინირებული საკვების  და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გახსნეს. პროექტი საქართველოს სათემო კავშირმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა "აჭარის თემმა" განახორციელა.

პრეზენტაციას დეპუტატები, ცენტრალური ხელისუფლების, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და რეგიონში მოქმედი ფერმერები დაესწრნენ.

ადგილობრივების თქმით, მსგავსი კოოპერატივები ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და შეაფერხებს სოფლიდან მოსახლეობის გადინებას. 

დღის ამბები