25 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს...დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა" - ეროვნული ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე განცხადებას ავრცელებს

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა" - საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ, ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა და მომხდარი ფაქტის-გამო ბოდიში მოიხადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობს და ასეთ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას შესანარჩუნებლად, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად რჩება.ა. 

"პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ.

2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება ეხლაც მიჭირს.

იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემ სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.

ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის
პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგოვად შრომობს.

იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენ გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე.

კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ყველას და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო." - წერს გიორგი კაციტაძე. 

დღის ამბები