25 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო და კომპანიის ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებს გაეცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში გაიხსნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რათა ფუნდამენტურად მოწესრიგდეს წყალმომარაგების საკითხები და კომპანიის მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება მოქალაქეთა მიმართვიანობაზე. სემეკის მიზანი და ამოცანაა, გაუმჯობესდეს წყალმომარაგების მიწოდება და მინიმუმამდე შემცირდეს ავარიებისა თუ სხვადასხვა მიზეზით წყლის მიწოდების შეფერხების ფაქტები. ამ მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ კომპანიასთან. მისასალმებელია, კომპანიის ახალი მფლობელის Aqualia-ს მიდგომა და პოლიტიკა მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში საიმედო, უწყვეტ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა მულტიფუნქციური ცენტრის დათვალიერებისას.

თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი წყალმომარაგების სერვისების ეფექტიანი და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს 17 ქვეყანაში აქვს დანერგილი.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე საოპერაციო ცენტრების გახსნა დაგეგმილია თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე ტაბახმელაში, ქ. რუსთავსა და ქ. მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს ჯამში 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.

დღის ამბები