25 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
GWP-იმ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური ცენტრი გახსნა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური ცენტრი გახსნა. ცენტრის მიზანია გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის.

საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია, რომელიც ჯივიპის ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია აქუალიას მისი მართვის ქვეშ არსებულ 17-ვე ქვეყანაში აქვს დანერგილი. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.

„ქალაქის მხოლოდ ერთი ადგილიდან ვემსახურებოდით ნებისმიერი სახის დაზიანების აღდგენას. დღევანდელი დღის შემდეგ კეთდება დეცენტრალიზაცია და თბილისში იქნება 4 სხვადასხვა ადგილი, 4 საოპერაციო ცენტრი, საიდანაც მოხდება ქალაქის თითოეული არეალის დაფარვა და დაზიანებების აღდგენა. გამომდინარე იქიდან, რომ ცალკე ქალაქს წარმოადგენს მცხეთა და რუსთავი - აქაც გვექნება ცალკე საოპერაციო ცენტრები,“ - აცხადებს კომპანია ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე.

დღის ამბები