გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში, სააგენტოს 108 თანამშრომელია მოკლული, - ამის შესახებ BBC წერს.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, საომარი მოქმედებების მსხვერპლთა უმეტესობა მოკლეს ოჯახის წევრებთან, მათ შორის, შვილებთან ერთადაც კი.
"ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშის ქვეშაც კი არ შეგვიძლია ადამიანების დაცვა“, - ამბობს ლაზარინი.