ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. მიზეზი დაგროვილი ყვითელი ბარათებია, რომლებიც საქართველოს ნაკრების 7-იანმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო. ბოლო ორ მატჩში კვარაცხელია არბიტრმა 2-ჯერ გააფრთხილა, ჯამში, სამი ბარათი მოუგროვდა და ერთა ლიგის ნახევარფინალში დისკვალიფიკაცია შეეფარდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, კვარაცხელიასთან დაკავშირებით, განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ფეხბურთელი მხოლოდ ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.
სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის, თუმცა იყო მეტის საშიშროებაც... დისკვალიფიკაციის ზღვარზე საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ.
დიდი დანაკლისის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თითოეული გულშემატკივარი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გამარჯვების იმედს არ კარგავს.
ერთა ლიგის ნახევარფინალი 21 მარტს გაიმართება. ლუქსემბურგთან გამარჯვებისა და ფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის ძლიერს დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი მატჩი 26 მარტს გაიმართება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.