25 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება - ორგანიზატორების თქმით, წელს გამორჩეული პროგრამა იქნება

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ფესტივალის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, წელს გამორჩეული პროგრამა იქნება.

სულ 132 ფილმს აჩვენებენ. ღონისძიებას საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან არაერთი კინემატოგრაფი ეწვევა.

ფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ "ამირანში" გაიხსნება, ნანა ჯორჯაძის ფილმით "პეპლების იძულებითი მიგრაცია".

კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 2 დეკემბერს შედგება.

დღის ამბები