"კურიერის" ინფორმაციით, ორთაჭალაში მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე პირი - სატვირთო ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა. ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში, ის გამოკითხვაზეა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს ავტომობილი, სავარაუდოდ, დაუგორდა. შემთხვევას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.