დასაქმებულთა რეკორდული ნიშნული 45,3 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მაჩვენებლებზე მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემები, საქსტატმა გამოაქვეყნა. სტატისტიკით ირკვევა, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაიზარდა და ის 53,6 პროცენტით განისაზღვრა. გაზრდილია დასაქმების მაჩვენებელიც.
უმუშევრობის დაბალ მაჩვენებელსა და დასაქმებულთა გაზრდილ მონაცემებს, ხელისუფლების მშვიდობიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას უკავშირებენ უმრავლესობის წევრები. უმუშევრობის შემცირებულ ტემპზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. მმართველი გუნდის ოპონენტები, მონაცემებში კონკრეტულ მიზეზებს ხედავენ.
ეკონომიკის მაღალ დინამიკასა და შრომის ბაზრის რაოდენობრივ გაუმჯობესებაზე აკეთებენ აქცენტს ექსპერტები. ანალიტიკოსების შეფასებით, მონაცემები, დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივ ზრდას უკავშირდება.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი პოზიტიური აქტივობის პირობებში, ქვეყნის პროგრესი, დასაქმების ზრდის მიმართულებით გრძელვადიანი იქნება.