25 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
სიცრუეა, თითქოს ტყე გაიყიდა, არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის - ოთარ შამუგია აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე

სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი მოუწოდებს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს, დაუბრუნდნენ ოჯახებს და დაელოდონ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას.

ოთარ შამუგიას განცხადებით, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ "სიცრუეა, თითქოს ტყე გაიყიდა. არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის," - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, არაუგვიანეს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს. სწორედ აღნიშნული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ პროტესტის მონაწილეებიც.

დღის ამბები