ხანძარი გლდანში, ქერჩის ქუჩაზე. ცეცხლი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობას გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
"მთლიანად დაბურა, კვამლი იყო საშინელი და სახანძრო-სამაშველო იყვნენ მობილიზებული," - ამბობს თვითმხილველი.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.