25 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმში ჩართული იყო, თუმცა ფიცი არ დაურღვევია - მისცა თუ არა აშშ-ის სასამართლომ მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება

კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმში ჩართული იყო, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია.

მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების პოზიცია, თითქოს ტრამპის განცხადებები სიტყვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდენია. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ ტრამპმა კონსტიტუციის მე-14 შესწორება დაარღვია. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ საარჩევნო ბიულეტენიდან ტრამპის კანდიდატურის ამოღება დაუშვებელია.

დღის ამბები