ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე "ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2023-ს" დაესწრო, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებისა და უძრავი ქონების ბაზრის შეფასება.
ბიზნესფორუმზე, ქალაქის მერმა ფოთის განვითარების პერსპექტივებსა და საინვესტიციო პოტენციალზე პრეზენტაცია წარადგინა.
ბექა ვაჭარაძემ, ინვესტორებთან B2B შეხვედრებზე, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა ფოთში არსებული საინვესტიციო გარემო და თანამშრომლობის პერსპექტივები.
"აღნიშნული ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა პარტნიორული ურთიერთობებისა და ახალი ბიზნეს-კონტაქტების დამყარებისთვის,"-აღნიშნა ფოთის მერმა.