25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ნებისმიერი პლატფორმა და ფორმა, რომელიც გვაახლოებს, გვიქმნის შესაძლებლობას, რომ აქტიური იყოს კომუნიკაცია - მიხეილ სარჯველაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე

საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს შესაძლოა ახალი მისიაც დაეკისროს. ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. მოვლენები დაჩქარდა. ევროკავშირის გაფართოების კალათაში გადასულმა სამმა ქვეყანამ, ახალი პერსპექტივები გააჩინა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც.

თბილისი, კიევი, კიშინიოვი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ეს სამეული მაგალითი უნდა გახდეს დანარჩენი წევრებისთვის. სომხეთი, აზერბაიჯანი და ევრონესტის წევრობა შეჩერებული ბელარუსი. ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვს ევროკავშირთან, თუმცა ბრიუსელში იმედი აქვთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნისთვის, ევროკავშირის კარის გაღება, სხვა სახელმწიფოებისთვისაც სტიმული გახდება.

უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თანამშრომლობის ნებისმიერი პლატფორმა მნიშვნელოვანია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ნებისმიერი პლატფორმა და ნებისმიერი ფორმა, რომელიც გვაახლოებს, გვიქმნის შესაძლებლობას, რომ აქტიური იყოს ჩვენი კომუნიკაცია და კონსულტაციები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლებლობის გამოყენება მოხდება ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება სამომავლოდ როგორ შეიძლება იქნას განხილული ახალი ფორმით კომუნიკაცია და როგორი ფორმით მოერგება ახალ გამოწვევებსა და საჭიროებებს, ამაზე ალბათ, ერად საუბრის შესაძლებლობა გვექნება და იქნება რელევანტური რეაგირება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები