ცხენოსნობა - სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობა მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში. საუკუნეების განმავლობაში, მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანაში წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა - ყაბახი, ისინდი, ჯირითი და დოღი! ეს ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე გრძელდება, რასაც ხელს უწყობს კლასიკური თუ ხალხური სანახაობის მოწყობა.
საცხენოსნონო სანახაობას ამჯერად სამეგრელომ უმასპინძლა. ხალხური ცხენოსნობის ფედერაციისა და საცხენოსნო კლუბ „ხარება“-ს ორგანიზებით, შეჯიბრი ზუგდიდში გაიმართა. ჩატარდა დოღი, ცხენბურთი, ისინდი. თუმცა არის სახეობები, რომლებსაც ნელ-ნელა ივიწყებენ.
"კურიერი P.S." იმყოფებოდა ზუგდიდში, სადაც, ახალბედა სპორტსმენებთან ერთად, დოღში ვეტერანებიც მონაწილეობდნენ. უხუცესი 73 წლის იყო.
ავტორი: გიორგი ქორქია