25 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე - ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იზრდება

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნებისთვის, რომლებსაც დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა სურთ. ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი პროცესია, რაც 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანების პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტებთან თანხვედრისთვის არაერთი რეფორმის განხორციელებას გულისხმობს.

ბუნებრივია, სტატუსის მქონე ქვეყნებს არ აქვთ გარანტია, რომ ევროკავშირის წევრები აუცილებლად გახდებიან, გაწევრიანებისთვის საჭირო დრო კი ინდივიდუალურია. თითოეული ქვეყნის წევრობის გზაზე უდიდეს გავლენას ახდენს მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პარამეტრი.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდა.

2024 წლის პროგნოზით, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8500 დოლარი იქნება. 2023 წლის პროგნოზი კი 8100 დოლარია. რაც შეეხება 2022 წელს - საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6670 დოლარია.

ამ მაჩვენებლით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის 3 კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის - უკრაინას, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4534 დოლარია. ასევე ვუსწრებთ მოლდოვას, რომლის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 5563 დოლარია. ვუსწრებთ ჩრდილოეთ მაკედონიასაც, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6591 დოლარია.

საქართველო, 2022 წლის მაჩვენებლით, ჩამორჩება თურქეთს, სერბეთს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ალბანეთს.

დღის ამბები