25 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ტერორისტები ღაზაში ბავშვებს ჰიტლერის იდეოლოგიას ასწავლიდნენ... ჩვენმა სამხედროებმა არაბულად ნათარგმნი წიგნი "მაინ კამპფი" იპოვეს - ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის ინფორმაციით, ისრაელის ჯარისკაცებმა ღაზის ჩრდილოეთში, "ჰამასის" ბაზაზე, ადოლფ ჰიტლერის არაბულად ნათარგმნი წიგნი, „ჩემი ბრძოლა“ (გერმ. Mein Kampf) აღმოაჩინეს. მისი თქმით, ისრაელი უსმენს მოკავშირეებს, თუმცა, პირველ რიგში, თავს იცავს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს მოკავშირეებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, თავს ვიცავთ. ისრაელი განზრახ არ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებსა და უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებით. ვაფრთხილებთ თითოეულ სამოქალაქო პირს, დატოვონ საცხოვრებელი, რადგან მათი სახლები ტერორისტების ბაზებად იქცა. მინდა, რაღაც გაჩვენოთ. ეს არის ადოლფ ჰიტლერის არაბულად ნათარგმნი წიგნი "მაინ კამპფი". ეს არის წიგნი, რომელმაც გამოიწვია ჰოლოკოსტი, მეორე მსოფლიო ომი. ეს არის წიგნი, რომელმაც გამოიწვია კაცობრიობის ყველაზე საშინელი სისასტიკე. ის სულ რამდენიმე დღის წინ იპოვეს ჩვენმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ღაზაში, კონკრეტულად კი - ბავშვთა მისაღებში, რომელიც გადაკეთდა "ჰამასის" სამხედრო ოპერაციების ბაზად. ტერორისტები ღაზაში ბავშვებს ადოლფ ჰიტლერის ამ იდეოლოგიას ასწავლიდნენ - იდეოლოგიას ებრაელების სიძულვილის შესახებ, ებრაელების მკვლელობის შესახებ. აი, ეს არის ნამდვილი ომი, რომელშიც ჩვენ ვართ," - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

დღის ამბები