საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ გრძელდება.
ბრიუსელში, „მუზიკფაბლიკის“ მოლიერის თეატრში, საფესტივალო დღე „დებ ჩამგელიანებისა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაეთმო. საღამოზე, ჭუნირის თანხლებით, შესრულდა წინაპართა სიმღერები.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.