25 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
მკვლელობით დასრულებული ქორწილი - საგარეჯოში ვალის გამო დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, სისხლის კვალი ახლაც არის. თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფინანსური ვალდებულებების გამო მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბაზირგან მაჰმუდოვმა ჯევიდ მამაედოვი, კუთვნილი ვალის დაგვიანების გამო, ცივი იარაღით დაჭრა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

მხარეებს შორის კონფლიქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ქორწილის სუფრასთან დაიწყო. სისხლიანი დაპირისპირება კი უშუალოდ წვეულების მიმდებარე ქუჩაზე გაგრძელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა კაცს თავს 6 ადამიანი დასხა. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

ადგილობრივების ვერსიას მომხდარი ფაქტის შესახებ ადასტურებენ მოკლულის ოჯახში წევრები. "კურიერთან", 29 წლის მამაკაცის მშობლები ვალის არსებობას ადასტურებენ.

ფინანსური დავა 150 ათასს ლარს ეხებოდა. ამბობენ, რომ თანხით შვილმა თანასოფლელისგან ცხვარი იყიდა, თუმცა ვალის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი და, დაზღვევის მიზნით, ბრალდებულისთვის კომერციული ფართიც გადაფორმებული ჰქონდა.

მომხდარი ფაქტი შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებულის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. "კურიერს" ბაზირგან მაჰმუდოვების ოჯახში დღეს არავინ დახვდა, სახელის კარები დაკეტილი იყო.

საგამოძიებო უწყებამ, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ბაზირგან მაჰმუდოვს, ჩადენილი დანაშაულის გამო, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები