25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"ხალხის ძალის" ლიდერები საზოგადოებრივი მოძრაობის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ

"ხალხის ძალის" ლიდერები საზოგადოებრივი მოძრაობის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაფართოებულ შეხვედრაზე, "ხალხის ძალის" ლიდერებმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

"ხალხის ძალის" თითოეული წევრის ძალიან დიდი დამსახურებაა იმაში, რომ დღეს საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია - ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დავამთავრეთ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

"ხალხის ძალის" კიდევ ერთი ლიდერი - დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქვეყანამ შეძლო, მყარად დამდგარიყო ევროპულ გზაზე და დადებითი შეფასებაც მიიღო.

"ჩვენ შევაჯამეთ განვლილი ერთი წელი. შევძელით, რომ არა ცალ ფეხზე, არამედ ორ ფეხზე მდგარნი, მყარად და ღირსებით, რეალურად დავმდგარიყავით ევროპულ გზაზე და მივიღეთ დადებითი შეფასება," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა "ხალხის ძალის" წვლილს საქართველოსთვის ომში ჩართვისა და რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლის საფრთხის თავიდან აცილებაში. აღინიშნა, რომ ეს "ხალხის ძალის" მიერ საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის სწორი და დროული მიწოდების გზით გახდა შესაძლებელი.

"ხალხის ძალის" სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ სწორად ემართა პროცესები ქვეყანაში და ქვეყანა გამოეყვანა სამშვიდობოზე, პირდაპირი გაგებით, და, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები