25 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ევროინტეგრაციის საბოტაჟი - რატომ ამბობს მმართველი გუნდი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატება ოპოზიციისთვის წარუმატებლობის გარანტია

დეპოლარიზაციისთვის პარტიების ინკლუზიური მუშაობა, ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ ამ პირობის შესრულებისთვის მზად არიან, თუმცა საპასუხო ნაბიჯებს როგორისგან არ ელოდებიან. "ქართული ოცნება" ამას ევროინტეგრაციის მიმართ მათი ოპონენტების დამოკიდებულებით ხსნის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე იმუშავებენ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ სამუშაო პროცესი ევროკომისიის მოთხოვნებთან თანხვედრაში არ იქნება. წინასწარ ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდი საჭირო რეკომენდაციებს არ შეასრულებს და გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება ოპოზიციისთვის წარუმატებლობის გარანტია - ამბობს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ახლა, როდესაც საქართველოს სტატუსის მიღებაზე დადებითი რეკომენდაცია უკვე აქვს, მათი ოპონენტები ახალ კამპანიას იწყებენ - რომ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე ქართული ოცნება ვერ გადაიყვანს.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ დაუსვა - ასეთია პრემიერ-მინისტრის განცხადება, . ირაკლი ღარიბაშვილმა, პროცესში ხელისუფლების როლსა და ოპოზიციის საბოტაჟზე ისაუბრა.

ევროკომისიამ საკუთარი დადებითი დასკვნა დადო. ჯერი ახლა ევროპულ საბჭოზეა, რომელმაც 27 ქვეყნის თანხმობით გადაწყვეტილება 15 დეკემბერს უნდა მიიღოს.

დღის ამბები