25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სკანდალური განცხადება -  რა გამოხმაურება მოყვა ზურაბიშვილის განცხადებას

ფრანგულ მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ თბილისში კვლავ განხილვის საგნად იქცა.

ოპოზიციის ნაწილი ფრთხილობს, ნაწილი კი ისევ სალომე ზურაბიშვილის პოზიციებს იცავს.

"ქართული ოცნება" ცდილობს ხინჯი გამონახოს პრეზიდენტის განცხადებაში. მე დარწმუნებული ვარ, ამ მოცემულობაში აქცენტი არის ვლადიმერ პუტინზე, რომელიც არის ომის დამნაშავე, ტოლობის ნიშანი დასმული არ არის სი ძინ პინსა და პუტინს შორის ზურაბიშვილის განცხადებაში,"- აცხადებს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია. 

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, დავით ხაჯიშვილი კი აცხადებს, რომ რადგან ჩინეთი საქართველოს დიდი სავაჭრო პარტნიორია, პრეზიდენტის ადგილზე, განცხაებების გაკეთებისას, უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდა.

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სკანდალური განცხადება. ფრანგულ მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, თბილისში კვლავ განხილვის საგნად იქცა.

კითხვაზე- იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, პასუხობს, რომ მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

დღის ამბები