25 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ხომ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი რეალურად საგარეო პოლიტიკის წარმმართველი რომ იყოს, რა მდგომარეობა იქნება დღეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან კერძო მოსაზრებებს და ქვეყნის ოფიციალური პირის ოფიციალურ პოზიციას​. 

ამის შესახებ მან პრეზიდენტის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

"ხომ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი რეალურად საგარეო პოლიტიკის წარმმართველი რომ იყოს, რა მდგომარეობა იქნება დღეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა?! ჩინური მხარისთვის ალბათ გასაგებია, რომ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს. ის ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან კერძო მოსაზრებებს და ქვეყნის ოფიციალური პირის ოფიციალურ პოზიციას,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სკანდალური განცხადება. ფრანგულ მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, თბილისში კვლავ განხილვის საგნად იქცა.

კითხვაზე- იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, პასუხობს, რომ მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

დღის ამბები