25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ურთიერთბრალდებები კანდიდატის სტატუსზე - ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ გაიხსნება

ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საბოლოო პასუხს ევროპული საბჭოსგან ელოდება. ამ ფონზე, პოლიტიკურ სპექტრში ისევ გრძელდება ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე არ გაიხსნება. 

 
"სტატუსი პირველი ნაბიჯია, რომელსაც მოლაპარაკების გახსნა უნდა მოჰუყვეს, ეს არის უპირველესად გასაკეთებელი, თუმცა მე არ მაქვს ილუზია, რომ ამას "ქართული ოცნება" გააკეთებს,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე. 

თეონა აქუბარდია კი, ამ პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს:

"მოლაპარაკებები რომ გაიხსნას, აუცილებელია 9 წინაპირობის შესრულება. მე როგორც ერთი დეპუტატი მზად ვარ, ვიმუშაოთ მათ შორის საგზაო რუკაზე. ამ მოცემულობაში, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია. 

დღის ამბები