ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. 58 წლის კაცი გორის საკათედრო ტაძარში იყო გადასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა.
გინტურის ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა მკვლელების დასჯაა. მომხდარის დეტალები გაიხსენა და ვრცლად აღწერა ექვსი ნოემბრის მოვლენები ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა.