25 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"ევროპალია-საქართველოს" საფესტივალო დღე, აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ხელოვანის, უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შემსრულებლის, ნარგილე მეჰთიევას კონცერტს დაეთმო


ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე, ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის "ევროპალია-საქართველოს" ფარგლებში, 10 ნოემბერს საფესტივალო დღე, აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ხელოვანის, უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შემსრულებლის, ნარგილე მეჰთიევას, კონცერტს დაეთმო.

ის ერთადერთი აშუღელი ქალბატონია საქართველოში. ღონისძიება ბრიუგეს საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მასში უცხოელი ფოლკლორისტებიც მონაწილეობდნენ. საღამოს ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“,მასპინძლობს, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

დღის ამბები