ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზაში საშუალოდ ყოველ 10 წუთში 1 ბავშვი იღუპება.
ჯანმოს ხელმძღვანელს გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე უსმენდნენ, სადაც მან გარდა ჰუმანიტარული საკითხებისა, ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა: "უსაფრთხოდ არავინაა" აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა და ისიც თქვა, რომ ღაზაში არსებულმა ვითარებამ დაავადებებისა და ინფექციების კერა გააჩინა.
მისი ინფორმაციით, ღაზაში 36-მა საავადმყოფომ და პირველადი ჯანდაცვის ორმა მესამედმა ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა, მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები კი გადავსებულია და რესურსიც აღარ ჰყოფნით. უშიშროების საბჭოზე საკუთარი პოზიცია პალესტინისა და ისრაელის ელჩებმაც გამოთქვეს.