25 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
უცილებელია თუ არა ევროკავშირთან დასაახლოებლად რუსეთისთვის სანქციების დაწესება - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

ყალბი დილემა ევროინტეგრაციის სანაცვლოდ - ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დასაახლოებლად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავსი გზავნილი არის პირდაპირი მოწოდება რუსეთთან კონფრონტაციისკენ. ამბობს, რომ ევროდეპუტატი თავადაც ხვდება, რამდენად დამაზიანებელი იქნება მსგავსი ნაბიჯი ოკუპირებული ქვეყნისთვის. პაპუაშვილის განმარტებით, ასეთი მოთხოვნა, ოფიციალურ დონეზე არსად დამდგარა.

განცხადება საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების საჭიროებაზე მარინა კალიურანდმა ერთ-ერთ მედიასთან გააკეთა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული ევროდეპუტატების რიტორიკას ქვეყნის შიგნით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც აძლიერებს. საუბარია მესამე სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვას ევროინტეგრაციის წარმატებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ. მათი ნაწილი ამბობს იმასაც, რომ სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციას არ გამოიწვევს.

აუცილებელია თუ არა ევროკავშირის პოლიტიკასთან დასაახლოებლად რუსეთისთვის სანქციების დაწესება - ოპოზიციაში პოზიციები განსხვავდება. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რისკებს არ შექმნის, ნაწილი კი კონფრონტაციის საფრთხეზე საუბრობს და ამბობს, რომ სანქციების დაწესება ევროკომისიის რეკომენდაციას არ უკავშირდება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით მკაფიო პოლიტიკას და რეფორმებს მიჰყვება და ამის შედეგია ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციაც. უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მიერთება მძიმე შედეგებს მხოლოდ საქართველოს მოუტანს და ეს ნაბიჯი შესაძლოა კონფრონტაციის საბაბი გახდეს.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება ერთ-ერთია იმ 9 ახალ რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველოსთვის ევროკომისიამ გასცა.

დღის ამბები