25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
გელათის რეაბილიტაცია - სარეაბილიტაციო გეგმაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ევროპელი მეცნიერები და ექსპერტები მუშაობენ

დროებითი გადახურვის პროექტმა გელათის მონასტერში ნალექის ჩასვლისა და ფრესკების დამატებით დაზიანების საფრთხე გამორიცხა. ტაძრის რეაბილიტაციის კომიტეტმა, დღეს მედიას მონასტერში არსებული ვითარების და მიმდინარე სამუშაოების შუალედური ანგარიში წარუდგინა. სარეაბილიტაციო გეგმაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად ევროპელი მეცნიერები და ექსპერტები მუშაობენ.

დროებითი გადახურვის საჭიროებაზე საუბრობენ არქიტექტორები. ამბობენ რომ პროექტი, რომლის განხორციელება მიმდინარე თვეში დაიწყება, უკვე მზად არის. სპეციალისტები სამუშაოებს იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად ანხორციელებენ.

მონასტერში უკვე დამონტაჟებულია ტენიენობის მზომი აპარატურა. ადგილზე მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დაწყებულია კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესწავლის პროცესიც.

სპეციალისტები ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის საკითხზე მუშაობას განაგრძობენ.

დღის ამბები