25 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
საქართველოს აქვს სტრატეგიული, მეგობრული პარტნიორობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული, მიუკერძოებელი პოზიცია სამივე ქვეყნის ინტერესშია - ირაკლი ღარიბაშვილი

"საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, სტრატეგიული პარტნიორობა და ასევე, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მოძმე სომხეთთან, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული, 100 %-ით ნეიტრალური ვართ და ვერცერთ მხარეზე ვერ დავდგებით ამ სიტუაციაში,"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს პანელის მოდერატორმა კითხვით მიმართა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს დამცავი მექანიზმები, ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებელი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონში, რაც საქართველოს პრემიერის თქმით, სამივე ქვეყნის ინტერესშია.

"საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, სტრატეგიული პარტნიორობა და ასევე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მოძმე სომხეთთან, საქართველო ვერ იქნება მიკერძოებული, 100 %-ით ნეიტრალურები ვართ და ჩვენ ვერც ერთ მხარეზე ვერ დავდგებით ამ სიტუაციაში. ჩემი მეგობარი ნიკოლ ფაშინიანი ამ პოზიციას საკმაოდ კარგად იცნობს. იგივე შემიძლია, ვთქვა ჩემს მეგობარ ილჰამ ალიევზე და უნდა დაუსვათ ეს კითხვები ლიდერებს, პრემიერ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ალიევს. ამაზე კომენტარის არ გავაკეთებ, რადგან ჩვენი დამცავი მექანიზმები, ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებელი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში, რაც ჩვენი სამივე ქვეყნის ინტერესშია. ჩვენ ძალზე ნაყოფიერი შეხვედრა ჩავატარეთ გასულ თვეს, როდესაც ვმასპინძლობდით "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" და ჩემი მეგობარი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე, პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი და ჩვენ გვქონდა საშუალება, დავმსხდარიყავით და გველაპარაკა ჩვენს რეგიონზე, მომავალ თანამშრომლობაზე, როგორ დავძლიოთ ყველა ბარიერი, სირთულე, ის, რომელიც აღწერა პრემიერმა ფაშინიანმა. ჩემი აზრით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს, აღნიშნული ნეიტრალური პოზიცია,"-განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები