რამდენიმე წუთში, მშვიდობის ფორუმზე პარიზში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმის ფარგლებში კავკასიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამართულ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფლიქტების თავიდან აცილების გზაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგასთან ერთად ისაუბრებს. პარიზში მეექვსე სამშვიდობო ფორუმი დღეს გაიხსნა - ღონისძიების ოფიციალური სტარტი ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა.
ორი დღის განმავლობაში, მსოფლიო ლიდერები გლობალურ პრობლემებზე იმსჯელებენ. მათ შორის არის სამხედრო კონფლიქტები, ტერორიზმი, მიგრაცია და კლიმატის ცვლილებები.
"არსებობს გლობალური განხეთქილება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთან შერიგებაც შეუძლებელია. ბევრ ქვეყანაში თქვეს, თქვენ გვასწავლით გაკვეთილებს. პარიზის პაქტი პლანეტაზე მცხოვრები ადამიანებისთვის ეყრდნობა რამდენიმე მარტივ პრინციპს: არავის არ უნდა გააკეთოს არჩევანი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კლიმატის და ბიომრავალფეროვნების დაცვას შორის. საკუთარი გზა თითოეულმა ერმა სუვერენული წესით უნდა აირჩიოს. არცერთი მოდელი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ლონდონიდან ან ჩრდილოეთის რომელიმე დედაქალაქიდან. ამისთვის საჭიროა მეტი ფინანსური საშუალება. ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა გასულ წელს და ჩემი ვალდებულება იყო ეს პროცესი ამ ფორუმზე გამეგრძელებინა,"- აცხადებს ემანუელ მაკრონი.