თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელთან ახალი შეთანხმება შედგა - ქვეყანამ ვალდებულება აიღო, ყოველდღე, დღეში 4 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს, - ამის შესახებ BBC წერს.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ე.წ. "ჰუმანიტარულ პაუზებამდე" მინიმუმ სამი საათით ადრე, ისრაელი წინასწარ გამოაცხადებს საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტის შესახებ, რათა 4-საათიანი პაუზის ჰუმანიტარული მიზნით გამოყენება შესაძლებელი გახდეს.
თეთრ სახლში განმარტეს, რომ შეთანხმება უკვე ამოქმედდა.