საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველო პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც თან ქართულენოვანი ტექსტი ერთვის:
"ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენ გვერდით", - წერს მაკრონი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. მთავრობის მეთაურს ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.