25 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი გორში, შიდა ქართლის პოლიციის განყოფილებაში იკითხება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი, რომელიც ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა, ახალა გორში, შიდა ქართლის პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

ის არის ერთადერთი "ოქროს მოწმე", რომელიც შეესწრო რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან თამაზ გინტურის მკვლელობას. პოლიციის შენობაში შესვლამდე, დოთიაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მას შემდეგ, რაც ის ქართველ სამართალდამცველებს, 6 ნოემბერს მომხდარის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეძლებს დაბრუნებას.

დღის ამბები