25 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში რეტროსპექტივა "თანამედროვე ქართული კინო" გაიხსნა

კინოაკადემიის ლურჯ კინო დარბაზში რეტროსპექტივა "თანამედროვე ქართული კინო" გაიხსნა. პირველი ფილმი იყო ლევან ზაქარეიშვილის "თბილისი-თბილისი", რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა აღდგენილი ვერსია.

ფილმი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია და 2005 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს. მაყურებელმა ასევე ნახა რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა". რეტროსპექტივის მიზანი თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაციაა. ორგანიზატორი ეროვნული კინოცენტრია.

დღის ამბები