საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, სოფელ კირბალში ჩავიდა და თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
შალვა პაპუაშვილთან ერთად, კირვალში იმყოფებოდნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ბექა ოდიშარია და ირაკლი ჩიქოვანი, ასევე "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი.