სპეცოპერაცია მაფიის წევრების წინააღმდეგ - მასშტაბური ოპერაციის შედეგად, რომელიც იტალიამ და ამერიკამ ერთობლივად აწარმოებს, დაკავებულია 17 ადამიანი.
პოლიციის განცხადებით, დაპატიმრებები ორწლიან გამოძიებას მოჰყვა, რომელსაც მიზნად ჰყავდა ამოღებული ნიუ-იორკის ცნობილი გამბინოს კრიმინალური ოჯახის წევრები.
როგორც ირკვევა, გამოძიებამ მჭიდრო თანამშრომლობა გამოავლინა ნიუ-იორკელ და სიცილიელ მაფიოზებს შორის. 17 ეჭვმიტანილიდან, 7 იტალიაში, ხოლო 10 აშშ-ში დააკავეს.