25 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება

პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. აღნიშნული სიახლის შესახებ, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე, გიორგი ჩაკვეტაძემ, "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით განხორციელებული ცვლილებები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სიახლეებიც.

აღნიშნული შეხვედრა კამპანიური ხასიათისაა და მომავალშიც გაიმართება.

დღის ამბები