ბორჯომში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს. მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ეროვნული პარკების წარმატებული მართვის პრაქტიკას გაეცნობიან, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას. სამიტი 9 ნოემბერს დასრულდება.