25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება - დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდება მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს

ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, 24 საათზე ნაკლები რჩება.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს სტატუსზე, ერთხელ უკვე უარი ეთქვა. ევროპულმა საბჭომ, მაშინ საქართველოს მხოლოდ "ევროპული პერსპექტივა“ აღიარა და სტატუსის მისაღებად, 12 პრიორიტეტული რეფორმა განუსაზღვრა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ერიკ მამერის თქმით, პრესკონფერენციისა და შეხვედრის შეჯამების შემდეგ, მთავარი დოკუმენტის გამოქვეყნება მოხდება.

"ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. ხვალ, კოლეგიის შეხვედრის შემდეგ,დაგეგმილია პრეს კონფერენცია, რომელსაც მოჰყვება ტექნიკური ბრიფინგი. ეს ბრიფინგი, მედიის ინფორმირებას ემსახურება. პრესკონფერენციისა და შეხვედრის შეჯამების შემდეგ, მოხდება მთავარი დოკუმენტის გამოქვეყნება. ეს, პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, გამოქვეყნებამდე გვჭირდება გავაანალიზოთ ის. კოლეგიის შეხვედრა 9 საათზე დაიწყება. ეს ყველაფერი, დღის წესრიგს გაჰყვება და შუადღისთვის დასრულდება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია კოლეგიის დისკუსიაზე", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ერიკ მამერმა.

დღის ამბები