მიუნხენში, სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, კომპანია მანის წარმომადგენლებს შეხვდა. კახა კალაძემ, მანის საგამოფენო დარბაზში, თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. მას კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა უმასპინძლა.
საქართველოში, ავტობუსების შემოყვანა დეკემბრიდან დაიწყება. მანის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია "თეგეტა ჰოლდინგია".
ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში ეტაპობრივად იგეგმება. 2024 წლის ბოლომდე, თბილისს ეყოლება კომპანია მანის მიერ წარმოებული 400-მდე ავტობუსი, რაც მთლიანი საავტობუსო პარკის, დაახლოებით, 40 პროცენტი იქნება.