"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპაციამ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს დამნაშავის დასასჯელად.
ირაკლი კობახიძემ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
"ოკუპაციამ ჩვენი კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს", - წერს ირაკლი კობახიძე.
სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი დააკავეს.