საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობისა და გატაცების ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ. მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - აღნიშნავს მინისტრი.