სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო ძალის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ის თავს კარგად გრძნობს.
მისი განმარტებით, მთავარია, საქართველოს მოქალაქე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მალე დაბრუნდეს, რის შემდეგაც მას სრული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.
"უკანონოდ დაკავებულ მოქალაქესთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმისგან, რომ ის თავს კარგად გრძნობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ ის დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ, თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა ანთაძემ.