25 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა, რაც ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა, რაც ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს".

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დაკავების მცდელობისას, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა, რაც ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებსა და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოხატავს დაღუპულის ოჯახის მიმართ და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, ჩართულია კოორდინირებულ აქტიურ მუშაობაში, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შესაბამისი რეაგირების, ასევე უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადაში უპირობოდ გათავისუფლების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები