უმძიმესია ის დანაშაული, რომელიც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია, - ამის შესახებ თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კახა კალაძემ, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია უმძიმესი მემკვიდრეობაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა.
"უმძიმესია ის დანაშაული, რომელიც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია.
მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!
დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.
საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე. საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი", - წერს კახა კალაძე.