25 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"ეკლესიის მოსალოცად იყვნენ ასულები" - ვინ არიან რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული და გატაცებული პირები

რამდენიმე საათის წინ, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

ცეცხლი რუსებმა სოფელ კირბალის მახლობლად ადგილობრივი მცხოვრებლების უკანონო დაკავების დროს გახსნეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოკლული და გატაცებული პირები ეკლესიის მოსალოცად იყვნენ ასულები, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. 

მოკლულია თამაზ გინტური, კიდევ ერთი ადგილობრივი კი ადგილიდან გაიტაცეს.

ლევან დოთიაშვილი, რომელიც ასევე სოფელ კირბალიდანაა, ე.წ. რუს მესაზღვრეებს უკვე გადაყვანილი ჰყავთ იზოლატორში, მის გამოსახსნელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აამოქმედა ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ თბილისმა საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქეებს ცეცხლი სოფლის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაუხსნეს.

დღის ამბები