25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონო დაკავებისას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო" - სალომე ზურაბიშვილი

ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონო დაკავებისას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს".

"ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონო დაკავებისას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.

ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.

სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი დააკავეს.

დღის ამბები