25 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"შავი ლომი" 4 ნოემბერს, რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაზე, ესპანეთის "იბერიანსს" უმასპინძლებს

"შავი ლომი" 4 ნოემბერს, რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაზე პირველ შეხვედრას გამართავს. ქართული გუნდი ავჭალის სარაგბო სტადიონზე ესპანეთის "იბერიანსს" უმასპინძლებს.

მომავალ შეხვედრას სტუმრები გადახალისებული შემადგენლობით ხვდებიან, ქართული კლუბი კი ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს და ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. "შავი ლომის" და "იბერიანსის" სარაგბო დაპირისპირება 16 საათზე დაიწყება.

დღის ამბები